ლექსი მომავალში
არც შენ აღარ ხარ ის მეუღლე, ჩემო,
მეც გავლიე ოცნებები წლებში,
იგივეა მხოლოდ შენი მზერა
და ჩემს მკლავზე შემოჭდილი ხელი.
გახსოვს? გვსურდა . . . გვსურდა ბევრი ოცნება
აგებულიც გვქონდა ბევრი კოშკი
ეგ კოშკები დაგვინგრიეს ჟამთსვლებმა
მაგრამ ციხე კვლავ ამაყად მღერის.
ხელით ხელში გადავლილი ცხრა წელი
მიღწეული ქალ-ვაჟი და ჭაღარა
დაუკარით მეგობრებო გეთაყვა
უღლური თუ სატრფიალო ნაღარა.
ჭაპან-ჭაპან ყოველდღიურ მორევში
გავიტანოთ გუთნისერთავ ხნულები
მენატრება მოკისკისე მზერა და
დაფენილი ავგაროზად წნულები.
გავიხსენოთ ნაოჭის წინ რაც იყო
ნუთუ წლებმა უკვე გადაგვაჟამა
მოგიზგიზე, მოტრფიალე ქუჩა და
მოგონება ოცნებებში აშარდა.
გახსოვს თოვლი, წვიმა, სეტყვა?
ანდაც ცხელი ივლისი,
გაიღიმე, ეგ ღიმილი
ირისია, ირისი.