დამრთე, ნება,
დამრთე, რომ მოვიდე,
მოვიდე და მიგიხუტო,
მიგიხუტო და გაკოცო,
გაკოცო და გავფრინდეთ,
გავფრინდეთ და ვიყოთ ასე
სანამ ვარდისფერი შეეპარება დილას...
მერე დავეშვათ,
დავუბრუნდეთ ბინძურ სამყაროს
ყოველდღიური პრობლემებით,
თვალზე ცრემლებით,
მონატრებით,
სიძულვილით
და მაინც სიყვარულით...
ან თუ გინდა აღარ დავეშვათ...
ვიცი ეს ყველაფერი ილუზიას გავს,
მაგრამ ხო ლამაზია?
მოდი არ დავეშვათ...
ვიფრინოთ სამუდამოდ,
დაუსრულებლად - დასასასრულისკენ,
სანამ არ მოვკვდებით...
ხო, აქ სიკვდილი უადგილოა,
მაგრამ შენც იცი, რომ რეალური
და ადრე თუ გვიან
მე და შენ
(და არა მარტო ჩვენ)
დავიხოცებით,
ისევე როგორც სხვა ბევრი,
მილიარდობით, დაიღუპა
და თუნდაც ამით
მე და შენ
დავემსგავსებით იმ სხვებს...
მოდი, სხვანაირად მოვკვდეთ...
მოვკვდეთ ისე, როგორც ჯერ არავინ...
მაგალითად იანვარში დავისიცხოთ
და არ გავიყინოთ აგვისტოში.
მოდი, ერთ დღეს გავგიჟდეთ,
ერთმანეთს სიყვარულში გამოვუტყდეთ...
და იმ დღეს შემრაცხე ღმერთად,
მე კი,
მე კი წმინდანად შეგრაცხავ...
მერე,
მერე გავაგრძელოთ ყველაფერი ჩვეულებრივ...
აი ისე ჩვეულებრივ, როგორც ყოველდღე ხდება...
ვიაროთ, ვიფიქროთ და ვინერვიულოთ...
მერე ეკლესიაში წავიდეთ
და ეს შერაცხვები მოვინანიოთ...
მოვინანიოთ ისე, მხოლოდ ფორმალურად,
რეალურად კი მე შენთვის მაინც ღმერთი ვიქნები,
შენ კი ჩემი წმინდანი...
ჩვენ, თვითმარქვია ღმერთები და წმინდანები.
გარემო, ჩვეულებრივი, ყოველდღიური
და არაფერი უჩვეულო.
ჩვენ - ანუ მე და შენ!
დაუსრულებლად - დასასრულისკენ.