შენი ნახვა გამიხარდა, ცისფერთვალავ,
წამიერად გამიცოცხლდა მკვდარი გული
მირკანივით მოუყვები მზისფერ ჭალას,
დიდ თაიგულს მოგაქვს მცირე თაიგული.

მშვენიერო, მოკაშკაშე ყვავილივით
გამიცინე, გამახარე, ზავი მითხარ
თითქოს ჭალას ხელში ჰყავხარ აყვანილი
შენ თვითონაც მოსაწყვეტი ყვავილი ხარ.

ამ შენსავით აყვავებული მზისფერ ჭალას
ღილები რომ შეაწყვიტე მისხალ-მისხალ
მაგ მშვენიერ ყვავილებში, ცისფერთვალავ
შენ ყველაზე მშვენიერი ყვავილი ხარ