๑۩۞۩๑SIYVARULI๑۩۞۩๑

Информация о пользователе

Привет, Гость! Войдите или зарегистрируйтесь.


Вы здесь » ๑۩۞۩๑SIYVARULI๑۩۞۩๑ » MONATREBA » monatreeeeebaaaaa!!!!!!!!!!!!!!!!!


monatreeeeebaaaaa!!!!!!!!!!!!!!!!!

Сообщений 1 страница 30 из 49

1

დავიღალე ვზივარ მარტო
თვალზე ცრემლი აღარ შრება
მზის სინათლე მეზიზღება
შენი სახე მესიზმრება
ნავრა,ოცნებაში
ჩემ ფიქრებში ისევ რჩება
გავიღვიძებ ყველაფერი,ღამის ბინდში იკარგება
დრო არ მინდობს
მიდის ნელა
სევდა ტანჯვა მემატება
შენი თვალები მელანდება
შენი კოცნა მენატრება
სიყვარულო სად ხარ ნეტა?

0

2

მენატრება შენი სახე,
ამ დილითაც სიზმრად გნახე.
ისევ მათბობს შენი ფერი,
არ მამშვიდებს არაფერი.
აღარ მშველის ლექსის წერა,
ზურგით მიდგას ბედისწერა.
დამავიწყდა უკვე ლოცვა,
მახსოვს მხოლოდ შენი კოცნა.
თავში დამსდევს ერთი აზრი,
ვერ გავუგე შინაარსი.
ვერ დავხატე გრძნობის ფერი,
ყალბი გახდა ყველაფერი.
ვერ ვუყურებ მწვანე ჭადრებს,
ვეღარ ვხედავ რა შენს თვალებს.
არ მიპყრობდა ფერი ვარდის,
მაშინ, როცა გვერდით მყავდი.
დამეკარგა გრძნობა, სმენა,
აღარც ჩიტის მესმის სტვენა.
დამრჩა მხოლოდ დარდი, წყენა,
ერთადერთი ჩუმი რწმენა

0

3

როგორც ყოველთვის
ისევ მომენატრე
ისევ მომადგა თვალებზე ცრემლი
ისევ შენ გნატრობ
ისევ შენ გელი
ისევ ვლოცულობ რომ იყო ჩემი
ისევ წამომცდა მიყვარხარ მეთქი
ისევ შენს სურათს ვესაუბრები
ისევ აგორდა ფიქრის მორევი
ისევ ადიდდა მდინარე ცრემლის
ისევ ჩამესმის შენი ჩურჩული
ისევ ე მომდის შენი სურნელი
ისევ გამოჩნდა ცაზე ღუბელი
ისევ გადავშალე სევდის ფურცელი
მე უშენობას ვერ ვეგუები!!!!

0

4

მე ხიდთან ვხვდები პატარა გოგოს,
მას გონია რომ მე იგი მიყვარს,
მე მხოლოდ მისი თვალები მომწონს.
ჩემი ტუჩები მის თვალს ეხება,
იგი კრთის, როგორც ჩიტი პატარა,
იმ ღამეს მე მას ვაჩუქე კოცნა,
რომელიც კუბოს კარამდე ატარა.
და ისე მოკვდა, რომ ვერ გაიგო,
მე ის მომწონდა და არ მიყვარდა,
მაგრამ მე მაინც სულ მის საფლავზე,
ლამაზ ყვავილთა კონა მიმქონდა.
და ერთხელ როცა ყვავილი დავდე,
დაღლილ დაქანცულს, უკვე დაკარგულს,
ბრწყინვალე თვალზე შევნიშნე ცრემლი,
თურმე სტიროდა წარსულ სიყვარულს.
და მე იმ დღიდან სხვა ქალი მძულდა,
დროს მე მივყავარ და მე დრო მიმყავს.
ხალხო გაიგეთ მე ის გოგონა
ცოცხალი მომწონდა მკვდარი კი
მიყვარს!!!

0

5

ამ თვალებს შენი დანახვა რომ შეეძლო...ალბათ არ იცოდი...
ამ ხელებს შენი ალერსი რომ უნდოდა ... ალბათ არ იცოდი...
ამ გულს შენი შეყვარება რომ შეეძლო... ისიც არ იცოდი...
ახლა..ყველაფერი..გვიანია.. ვისაც შენ უყვარდი...ცოლშვილიანია...

0

6

სულ მელანდები და ვერ ვხვდები რა მემართება,
რად ამედევნა აჩრდილივით შენზე ფიქრები...
იქნებ ღიმილი, მწველი მზერა, ხმა მენატრება,
ალბათ მჭირდები, უსაშველოდ, ძლიერ მჭირდები!

ციურ ფერებში დავინახე შენი ხატება,
მსურდა ოცნებით ღრუბლებს ზევით გამოვყოლოდი...
ჩვენს სურვილებში ვერ ვიპოვე რამე მსგავსება
და აქ, მიწაზე უიმედოდ, მაინც გელოდი...

დრო გადიოდა, მე გელოდი, ისევ გელოდი,
დღეთა დინებამ ვერ წაშალა ძველი ფიქრები...
როგორ მინდოდა წუთით მაინც გვერდზე მყოლოდი...
მჭირდები კარგო, ტკივილამდე, ძლიერ მჭირდები!

0

7

შენი სურათი მე მაქვს სახსოვრად
და იგი მიყვარს რადგან შენია
ან რა ძალაა რო არ მიყვარდეს
შენგან მის მეტი რა დამრჩენია
მომენატრება შენთან შეხვედრა
მაგრამ ვაი,რომ იქ არ იქნები
მთვარის ნათელზე დახედავ სურათს
შუა ღამისას ავქითინდები ...

0

8

მე გიმტკიცებდი, რომ არ მიყვარდი,
შენც უარყოფდი გრძნობათა ღელვას,
დროს ჩვენ სხვა და სხვა გზებით მივყავდით,
დიდხანს ვცდილობდი შენს დავიწყებას...
თუკი ჩემდამი არაფერს გრძნობდი,
მაშ გული ასე რატომ ფეთქავდა?
თუკი ჩემს გამო შენ აღარ თრთოდი,
ალბათ სიცივემ თუ აგიტანა...

0

9

იყო თვალების ციმციმი ურჩი,
ულამაზესი ქარები ქროდა.
დაუკითხავად შესახლდი გულში,
შენ საამისოდ უფლება გქონდა.

შენ გახდი ჩემი ცხოვრების აზრი
და დაუფიქრდი ამაზე ოდნავ,
მე რომ დამტოვე ყელამდის ცრემლში,
განა ამისი უფნელაც გქონდა?

0

10

ის ჩამომშორდა, როგორც სიზმარი,
აუხდენელი და მომხიბლავი,
არ ვიცი, საით გაუყვა ტალღებს,
სად შეაჩერა დაღლილი ნავი.

მაშინ ცას უფრო სხვა ფერი ჰქონდა,
სხვაგვარის ღელვით ღელავდა ველი,
მაისი იყო, მთას მოჰხვეოდა
ნაზ გაზაფხულის მთრთოლვარე ხელი.

მაგრამ ის მოვა შემოდგომისას,
მოვა დაღლილი და ფერმიხდილი,
ო, რა მწუხარე ღამე იქნება,
ო, რა საშინლად იკივლებს ჩრდილი.

მაშინ მე გეტყვი, რომ მოკვდა გული,
რომ სიზმარივით გაჰქრა ყოველი,
რომ ჩემს წარსულში არ ვეძებ ახალს
და სიყვარულში ხსნას არ მოველი!

0

11

ციდან ცვივა თოვლის თეთრი ფანტელები,
სიჩუმეა, საამურად ბარდნის,
მხოლოდ ისმის საამური მუსიკა,
ხმა ფიფქების ნაზ ღაწვებზე ვარდნის...
ბიჭი გოგოს ეფიცება სიყვარულს,
ნაზად კოცნის მის მთრთოლვარე ტუჩებს,
ციდან ისევ ცვივა თოვლის ფანტელი
და თეთრ საბნად ეფინება ქუჩებს...

0

12

"ჩვენი გულები გრძნობით ფეთქავენ
და სიყვარულის ამბებს ყვებიან
მარტო დარჩენის ნუ გეშინია
დაგიბრუნდები ჩემო ფერია
აბა უშენოდ როგორ ვიცოცხლებ?
მე სიცოცხლეზე მეტად მჭირდები
მუხლმოდრეკილი მხოლოდ ერთსა გთხოვ
როცა მე წავალ ნუ ატირდები
შენი ცრემლები დარდად გამყვება
მწარე წარსულად გამყვება გულში
მე ხომ ისედაც დატანჯული ვარ
რომ დარდი ვნახო შენს სიყვარულში
ჩვენ მომავალი კვლავ შეგვახვედრებს
ჩვენ ხომ ერთმანეთს ასე ვჭირდებით
განშორება ხომ შეხვედრას უხმობს
და შეხვედრამდე ნუ ატირდები!"

0

13

რომ გიხაროდა შენ არ იცოდი
რომ შენი გული თურმე კვდებოდა
უხილავ ალში ცოცხლად იწვოდი
და თეთრი ნისლი იფანტებოდა
და როცა გაქრა გარშემო ნისლი
და დარჩი მარტო მინდორში როცა
თურმე იყავი შენ ამის ღირსი
რადგან შენ ეს მზე,ოცნებამ მოგცა

0

14

ასე მეგონა, რომ გიყვარდი ძლიერ ყველაზე, ასე მეგონა, ჩემს გარეშე ვერ ძლებდი წამსაც, ასე მეგონა, ერთადერთი ვარ ქვეყანაზე, ვისაც უძღვნი ცვრიან ბალახზე დილის ნამსაც. ასე მეგონა არასდროს დამივიწყებდი, ასე მეგონა, ყოველ დილას ჩემით იწყენბდი, ასე მეგონა, ვერასოდეს შეგიყვარებდი, ასე მეგონა... ასე მეგონა... თურმე ვცდებოდი... არც მიფიქრია თუ ოდესმე ლექსს მოგიძღვნიდი, არც მიფიქრია თუ ოდესმე ცრემლს მოგიძღვნიდი, არც მიფიქრია თუ ოდესმე სულს მოგიძღვნიდი, და აი ალხა ამ ქვეყანაზე ამ ყველაფერს მე შენ გიძღვნიდი...

0

15

მოვალ შენამდე,
უარმყავი და მაინც მოვალ.
ვერ მოვიშორე მონატრება ასე ძლიერი.
სანაპიროზე ხელს შევახებ ბინდისფერ სილას
ჰორიზონტებზე გადაკრთება შენი იერი...
მოვალ, არ ვიცი, იქნებ ცოტაც კი გაგიხარდეს,
ან გულმოსულმა ორიოდე სიტყვით დამლახვრო.
მე უკანასკნელ გაღიმებას შენ მოგანათებ,
ყინულ- ნაცვამი შენი გული რომ გადავალღვო....

0

16

ახლა მარტო ვარ უშენობით განაწამები
ვით საუკუნე გაივლიან ისე წამები
არ გელოდები სინანულით მივსტირი მხოლოდ
გულში დარჩენილ სიყვარულის მტკივნეულ ბოლოს

0

17

თუკი ეულად იგრძენი თავი,
თუ გულში ისევ გაივლე სევდა,
გახსოვდეს, ქვეყნად რომ არის ქალი,
შენ რომ უყვარხარ მთვარეზე მეტად.
თუ დაუბერა სამხრეთის ქარმა,
თუ იალქნები დაგიცვდა ზღვაში,
არ დაივიწყო, რომ ერთმა ქალმა
შენ არასოდეს გაგცვალა სხვაში.
თუ ბედისწერას მიაყრი ფარ-ხმალს,
იღბალს ტყუილით აუხვევ თვალებს,
ქალი არასდროს გატეხავს მარხვას,
ქალი ყოველთვის დაგინთებს სანთელს.
თუ მიგატოვა ერთგულმა მუზამ,
თუ საბოლოოდ დაკარგავ იმედს,
ის გაიხსენე... ის, ვისი სუნთქვაც
ისევ ჰაერით აგივსებს ფილტვებს.
მაშინ დაგტოვებს ყოველი სევდა,
მაშინ ჩაცხრება სამხრეთის ქარი,
და შენც მიხვდები, მაღალმა ღმერთმა,
შენთვის რომ შექმნა ის ერთი ქალი

0

18

ირგვლივ ხეების ჩრდილი და
თავაშვებული ქარი
მკერდზე შეხსნილი ღილი და
შენი თვალები მთვრალი
ღამე... მე და შენ ერთად
ქარში თამაში გვღლიდა
თავს ნელა დახრი,იტყვი:
_,,შენი ალერსი მინდა."
მე მინდა გიყვარდე კარგო
ვერ ვუძლებ ბუტია ტუჩებს
თვალებში ნუ მიცქერ თორემ
იცოდე გაკოცებ უცებ…

0

19

ისევ მარტო ვარ ისევ ეული
შენზე ფიქრებით გადარეული
ისევ შენ გიხმობს
ისევ შენ გნატრობს
ეს ჩემი გული შეყვარებული
ო ეს ტკივილი ტანჯვა ცრემლები
შენზე ნათევი მრავალი ღამე
ნუთუ იცვლება ამით რაიმე
არა კვლავ მეორდება ისევ იგივე
ისევ ტკივილი ტანჯვა ცრემლები
ისევ ნათევი მრავალი ღამე
მე მივატოვე ეს ყოველივე
რაც კი გამაჩნდა ამ ქვეყანაზე
შენ შემოგწირე ჩემო სიცოცხლე
და ძღვნად მოგართვი ჩემი სიცოცხლე
აღარა დამრჩა ამ ქვეყანაზე
მხოლოდ ტკივილი ტანჯვა ცრემლები
და უიმედო ეს სიყვარული
ისევ მარტო ვარ ისევ ეული
შენზე ფიქრებით გადარეული

0

20

მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო.
დამეთანხმება მონატრების ვინც იცის ფასი.
ვინც შეხვედრია მონატრეის ცრემლით ალიონს
და ამ ცრემლებით გავსებული შეუსვამთ თასი.
მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო
და მათიც,ვისაც მონატრებით ქვეყნად უვლია.
ჩემი ცხოვრება მონატრებით მინდა დავლიო,
რამე თუ თავად ,მონატრებაც სიყვარულია

0

21

ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ!-
იმ ერთის პოვნის თუ გახდი ღირსი
არაერთს ისე მოეღო ბოლო,
თვალიც ვერ მოკრა გაჩენილს მისთვის.
ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ!-
სად არის იგი? ეს ღმერთმა იცის
იმ ერთის ხილვის,იმ ერთის პოვნის
ათასში ერთი გამხდარა ღირსი!

0

22

ღამე მდუმარების ჰანგით მოზეიმე,
ციცინათელები სუფრას თამადობენ,
ჩუმად მიგვაცილებს ჰანგი მოზეიმე,
ზეცას შევჩურჩულებ ღმერთის სამადლობელს.
იის სურნელებით მთვრალი შემეფეთე,
ვნებით ცახცახებდნენ თეთრი კელაპტრები,
ჩემი ოცნებების დიდო მეფეთ-მეფევ,
სულ არ გენატრები?

0

23

ერთხელ როდესაც გზაში შემომხვდი,
თითქოს ვერ მიცანი,არც კი მომხედე,
მაგრამ როდესაც მე შენს გზას ავცდი
მოვბრუნდი უკან და მოვიხედე,
გვერდს გიმშვენებდა ის ახალგაზრდა
რომელშიც ასე უცებ გამცვალე,
თუმც თვალში ცრემლი წამომერია
მაგრამ მაინც ვთქვი:
"ჩ ე მ ო   ს ი ც ო ც ხ ლ ე   ვ!!!!!"

0

24

სულაც არ გჭირდება ჩემი სიყვარული,მაინც არაფერში გარგია,მაგრამ სიძულვილთან შედარებით ვინმეს რომ უყვარხარ კარგია! სხვისთვის მიგიგდია ჩემი ლექსი შენთვის ზედმეტი ბარგია,მაგრამ წართმევასთან შედარებით რამეს რომ გაძლევენ კარგია,არაფრად გინდა შენ ჩემი ალერსი სხვისიც არასოდეს გაკლია მაგრამ ლანძღვასთან შედარებით რომ გეფერებიან კარგია.

0

25

თვალები სველი.
სხეული ცხელი.
ხელები თბილი.
ტუჩები ტკბილი.
სხვა ვინ ვინატრო
მე შენზე ტბილი.
მომხვიე ხელი
მომწმინდე ცრემლი
მაკოცე ერთი
და ორივეს ერთად
გვფარავდეს ღმერთი!

0

26

მეგონა ჩემი იყავი... მე მხოლოდ ამ პიქრით ვთბებოდი მეგონა ჩემთვის სუნთქავდი მე ხომ ამ სუნთქვით ვტკბებოდი მეგონა ჩემი ოცნება ფრთებს შეისხავდა იფრენდა მეგონა შენ მე გიყვარდი... მაგრამ მე მხოლოდ მეგონა......

0

27

შენ ვერასოდეს მიხვდები, რაოდენ დიდი სიხარული ხარ ჩემთვის.   
როდესაც შენზე ფიქრებში ჩამეძინება ხოლმე, ვიღვიძებ, - ისევ შენზე ფიქრები მიტრიალებს თავში და თვალწინ შენი სახე მიდგას.
შენ ერთადერთი არსება ხარ, ვიზედაც ვოცნებობ ასე...
მნიშვნელობა არა აქვს, სად იმყოფები იმ წამს...   
მე შენ გრგძნობ დღისითაც და ღამითაც...
ჩემი ცხოვრების მანძილზე ყოველ წუთს და ყოველ წამს ჩემი ფიქრებით მე მუდამ შენთან ვარ...

0

28

გაჩენის დღიდან გეძებდი, მაგრამ   
ვერ მოგაკვლიე, ვარსკვლავო ჩემო.   
ბევრჯერ აენთო და ბევრჯერ ჩაქრა   
შენი სახება სადღაც, ჩემს ზემოთ.   

და აი, ისევ ციმციმებ, ელავ,   
თითქოს ღამეში ფრთა გაგხლართვია ...   
და შენი შუქი, ვით ქოხში კერა,   
ჩემს აოხრებულ გულშიც ანთია

0

29

მთებიც რომ გასწორდეს, ზღვებიც რომ დაშრეს,   
მე მაინც დავადგები შენსკენ სავალ გზას...
შენა ხარ ჩემი სული და გული, ჩემი ცხოვრება, ჩემი სუნთქვა.   
ოჰ, ღმერთო,
მაპატიე თუკი მომიწევს ფეხქვეშ გავთელო ათასი გული იმისათვის, რომ მოვიდე შენამდე!
მე მინდა შენს გვერდით ვიყო სამუდამოდ

0

30

ისე ძალიან მენატრები, რომ ლამის არის გასკდეს გული ამდენი ლოდინით. ჰო, ამ   დილას ვტიროდი ისევ. სიყვარულზე სიმღერებს ვუსმენდი და ისარივით გაიარეს სულში   მელოდიებმა. ახლა ისე ძლიერ მენატრები, როგორც არასდროს...   
    ნეტავ ჩემი ხმა ზეცას მისწვდეს, მაღალმა ღმერთმა ჩამომხედოს და შეისმინოს ჩემი   ვედრება. ო, როგორ მინდა   ჩემს გვერდით იყო ახლა, როგორ მინდა არასოდეს მიმატოვო."

0


Вы здесь » ๑۩۞۩๑SIYVARULI๑۩۞۩๑ » MONATREBA » monatreeeeebaaaaa!!!!!!!!!!!!!!!!!