๑۩۞۩๑SIYVARULI๑۩۞۩๑

Информация о пользователе

Привет, Гость! Войдите или зарегистрируйтесь.


Вы здесь » ๑۩۞۩๑SIYVARULI๑۩۞۩๑ » SIYVARULI » " ბოლო სიტყვა..."


" ბოლო სიტყვა..."

Сообщений 1 страница 2 из 2

1

"თუ ღმერთი ერთი წამით მაინც დაივიწყებდა, რომ მე ვარ ნაჭრის ნაკუწებისგან შეკერილი პატარა თოჯინა და მაჩუქებდა სიცოცხლის ერთციცქნა ნაგლეჯს, ალბათ არ ვიტყოდი იმას რასაც ვფიქრობ, მაგრამ უეჭველად გავიფიქრებდი იმას, რასაც ვამბობ.
დავაფასებდი ყველაფერს არა ღირებულების, არამედ იმის მიხედვით თუ რა მნიშვნელობა გააჩნია მას.
ვიძინებდი ცოტას, ვიოცნებებდი მეტს.მესმის, რომ თითოეულ წუთს, როდესაც თვალებს ვხუჭავთ,ვკარგავთ სინათლის სამოც წამს. ვივლიდი მაშინ, როდესაც ყველა გაჩერებული იქნებოდა, გავიღვიძებდი მაშინ, როდესაც ყველას ეძინებოდა.მოვუსმენდი, როდესაც სხვები ისაუბრებდნენ და რულიანად შევექცეოდი შოკოლადის ნაყინს!
თუ ღმერთი მაჩუქებდა სიცოცხლის ნაკუწს, ჩავიცვამდი შილიფად, გულაღმა დავწვებოდი მზეზე და გავიშიშვლებდი არამარტო ჩემს სხეულს, არამედ ჩემს სულსაც.
ღმერთო, თუ გული მექნებოდა მთელს ჩემს სიძულვილს სიტყვებით გადავიტანდი ყინულზე და დაველოდებოდი მზის ამოსვლას. ვან გოგის ოცნებით ვარსკლავებს დავხატავდი. ბენედიქტის ლექსს და სერატის სიმღერას სერენადად მივუძღვნიდი მთვარეს. ჩემი ცრემლებით მოვრწყავდი ვარდებს; რათა მეგრძნო მათი ეკლების ტკივილი და ვარდის ფურცლების სისხლიანი კოცნა. ღმერთო ჩემო, მე რომ სულ მოკლე სიცოცხლე მქონოდა არ გავიყვანდი არცერთ დღეს ისე, რომ ხალხისთვის არ მეთქვა, რომ მე ის მიყვარს. დავარწმუნებდი ყოველ ქალს თუ კაცს რომ თითოეული მათგანი ჩემთვის განსაკუთრებულია და ვიცხოვრებდი სიყვარულზე შეყვარებული.
პაადამიანებს დავუმტკიცებდი თუ რაოდენ სცდებიან ფიქრობენ რა,რომ შეყვარება აღარ სძალუძთ, როდესაც ბერდებიან. მათ არ იციან,რომ სწორედ მაშინ ბერდებიან, როდესაც კარგავენ შეყვარების უნარს! ტარა ბავშვს ვაჩუქებდი ფრთებს, მაგრამ მას მხოლოდ ფრენის სწავლის უფლებას მივცემდი. მოხუცებს დავანახვებდი,რომ სიკვდილი სიბერესთან ერთად კი არა, დავიწყებასთან ერთად მოდის. რამდენი რამ ვისწავლე თქვენგან, ხალხნო... დავინახე ის რომ ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება და არ იციან,რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ იმაშია თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე. ვისწავლე ისიც, რომ როდესაც ახალშობილი თავისი პაწაწინა თითებით სულ პირველად ეჭიდება მამის ხელს,ეს სამუდამოა და აღარასოდეს გაუშვებს მას.
ვისწავლე,რომ ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება. რამდანი რამის სწავლა შევძელი თქვენგან, მაგრამ სინამდვილეში ბევრი აღარ გამომადგება,რადგან როდესაც მე ამ კიდობანში მომათავსებენ, სამწუხაროდ მე უკვე მომაკვდავი ვიქნები.
ყოველთვის თქვი ის, რასაც გრძნობ და აკეთე ის, რასაც ფქრობ. რომ ვიცოდე,რომ დღეს უკანასკნელად გხედავ მძინარეს მაგრად ჩაგიკრავდი გულში და შევევედრებოდი უფალს,რომ შენი სულის დამცველად მოვევლინე. რომ ვიცოდე,რომ უკანასკნელად გხედავ როგორ გადიხარ სახლიდან, მოგეხვეოდი, გაკოცებდი და მოგაბრუნებდი, რომ კიდევ ერთხელ მეკოცნა. რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად მესმის შენი ხმა, ფირზე ჩავიწერდი თითოეუ შენს სიტყვას რათა დაუსრულებლად შემეძლოს მისი მოსმენა. რომ ვიცოდე,რომ ეს ჩვენი უკანასკნეი წუთებია, გეტყოდი" მიყვარხარ" , თითქოს რ ვიყო დარწმუნებული,რომ ეს შენ უკვე იცი...
ყოველ გათენებასთან ერთად ცხოვრება გვაძლევს ახალ-ახალ საშუალებებს,რომ ლამაზად გავაკეთოთ ჩვენი საქმე, მაგრამ თუ ახლა მე ვცდები და დღეს ამის მეტი არაფერი დაგვრჩენია, მინდა გითხრა თუ რა ძლიერ მიყვარხარ და რომ არასოდეს დაგივიწყებ.
ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული_ახალგაზრდას თუ მოხუცს. შეიძლება დღეს უკანასკნელად ხედავ მათ ,ვინც გიყვარს. ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს. იცხოვრე დღევანდელი დღით, რამეთუ არ იცი ხვალინდეი დღე იქნება თუ არა, და მერე ნამდვილად დაგწყდება გული რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისთვის, მოფერებისთვის, კოცნისთვის და რომ დაკავებულობის გამო ვერ შეუსრულე შენს საყვარელ ადამიანს უკანასკნელი სურვილი. გვერდიდან არ მოიშორო ისინი,ვინც გიყვარს, ჩუმად ჩასჩურჩულე თუ რაოდენ გჭირდებიან ისინი, გიყვარდეს და ფაქიზად მოეპყარით მათ, დროს ნუ დაიშურებ,რომ უთხრა "ვწუხვარ" . " მაპატიე" , " გეთაყვა", "გმადლობ", და ყველა ის სასიყვარულო სიტყვა, რაც იცით.
შენ არავი გაგიხსენებს შენი ფარული ფიქრების გამო. შესთხოვე უფალს, რომ მოგცეს ძალა და სიბრძნე მათ გამოსახატავად. უჩვენე შენს მეგობრებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი შენთვის. "

0

2

"რაზე ჩურჩულებენ ჯვრისწერის სანთლები"
_ნახე გათენდა
_ჰო, მგონი როგორც იქნა
უჩურჩულა ერთმა ყვითლად ჩამოქნილმა სანთელმა მეორეს, რომელიც მასზე მიკრული იყო
_დღეს ჯვრისწერაა, ალბათ ეკლესიაში დაგვანთებენ.
_ისინი სიყვარულით იწვიან, ჩვენ კი ცეცხლით დავიწვებით. . .
_ეჰ,რას იზამ, ასე ყოფილა განგების ნება, ისე მაინც ბედნიერი ვარ, ჩვენ ხომ ორი ადამიანის შესაერთებლად დაგვანთებენ.
_ჰმ! დიდი ბედნიერებაა
_ჩუ, მგონი მოდიან
_აი, ნახე ნეფე-დედოფალიც გამოჩნდა, რა ლამაზი კაბა აცვია არა?
_კი, ორივე ლამაზები არიან, თან სიყვარულით არიან გაცისკროვნებული. მეც ადამიანი ვიყო და მეც შემეძლოს სიყვარულის განცდა, აუცილებლად შეგიყვარებდი.
_მე დედოფალს ვეკუთვნი, შენ კი ნეფეს, ესე იგი მე დღეს დედოფალი ვარ, შენ კი ნეფე.
_ვაი,ვაი, თავზე ცეცხლი წამეკიდა.
_ცოტა მოითმინე ჩემო კარგო, მე ხომ ხედავ როგორ ვაჟკაცურად ვითმენ.
_ნახე, ნახე, ნეფემ რა სინაზით აკოცა დედოფალს
_შენ რატომ კანკალებ?
_არა, მე არ ვკანკალებ, უბრალოდ დედოფალს უკანკალებს ხელები, ალბათ ეს მისი პირველი კოცნა იყო.
_ღმერთო! რა ბედნიერები არიან არა? არ ვნანობ რომ მათ სიყვარულს ვეწირები.
_მე კი, მათ შემხედვარეს ლოცვა მინდება, მოდი ილოცე, მე კი ამინს გეტყვი ბოლოს!
_ღმერთო! შენ ხომ სიყვარული ხარ, შენ ხომ სიყვარულით შობე შენი ძე, ჩვენც ამ სიყვარულს ვეწირებით. . . ეს სიყვარული კი ყოფილიყოს ისეთი წრფელი და უანგარო, როგორიც ჩვენგან ჩამოღვენთილი ცრემლებია. . .
_გვისმინე ღმერთო, ამინ!

0


Вы здесь » ๑۩۞۩๑SIYVARULI๑۩۞۩๑ » SIYVARULI » " ბოლო სიტყვა..."