๑۩۞۩๑SIYVARULI๑۩۞۩๑

Информация о пользователе

Привет, Гость! Войдите или зарегистрируйтесь.


Вы здесь » ๑۩۞۩๑SIYVARULI๑۩۞۩๑ » MONATREBA » monatreeeeebaaaaa!!!!!!!!!!!!!!!!!


monatreeeeebaaaaa!!!!!!!!!!!!!!!!!

Сообщений 31 страница 49 из 49

31

მე შენ გიპოვნე დიდი ხნის წინათ...   
მე შენ გიპოვნე და მივხვდი, რომ იქამდე არც არსებობდა არაფერი. შენ ხარ ერთადერთი, რაც აძლევს აზრს ჩემს ცხოვრებას...
ერთადერთი, რაც მაგრძნობინებს სიხარულს და   სიცოცხლის ხალისს. მე მჭირდები, იმაზე უფრო მეტად, ვიდრე ამას ოდესმე გაიგებ. მე ვიხსენებ წარსულს და ახლა ვტკბები შენი ხილვით. იმედით ვუცქერი მომავალს, რადგან ოცნებებში ჩვენი ერთად ყოფნა
მესახება...

0

32

ასველებდა მწვანე თვალებს ცრემლი
და გულს ღრღნიდა უჩვეულო სევდა,
მან ეხვეწა უსაშველოდ ბევრი
მაგრამ ზარი განშორების მაინც რეკდა.
სიყვარული რომ არ კვდება იცის,
მაგრამ კარგავს სიყვარულს და ამას ხვდება
აღარ ახსოვს შეყვარებულს ფიცი
იშვიათად მაგრამ ალბათ ასეც ხდება

0

33

ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა ძლიერ!
მაგრამ ჩვენს შორის სიშორე ჩადგა..
მე დავიჩაგრე ცხოვრების მიერ
და გადაწყვეტის საკითხი დადგა..
დრო გადიოდა,მე შენ გელოდი..
მჯეროდა ოდესმე დაბრუნდებოდი..
დრო გადიოდა,შენ კი არ ჩანდი..
წინ მენგრეოდა ცხოვრების ხიდი..
მთელი ამ დროის განმავლობაში
მე შენ გიხსენებ,ფიქრებით ვტკბები

0

34

თუკი ოდესმე გაგახსენდები
ვიცი,მაშინვე გული დაგწყდება
ვიცი უსაზღვროდ მოგენატრები
ჩვენი შეხვედრა მოგენატრება.

მაგრამ არასდროს განმეორდება
ის სიყვარული,ის ნაზი გრძნობა,
გული არასდროს არ გამთელდება,
ფეხით გათელე შენ ნაზი გრძნობა.

ვიცი ოდესღაც გაგახსენდები
და თვალზე მომდგარ ცრემლებს მოიწმენდ,
თუ დამიძახებ,მოგეფერები
მე სიმარტოვეს ვეღარ მოვითმენ!

0

35

მთელი ცხოვრება მოლოდინია,ადამიანი სულ რაღაცას ელოდება,რაღაცას ან ვიღაცას ეძებს,შეიძლება ის რაღაცა იქვე ჰქონდეს,მაგრამ ვერც ამჩნევდეს,რადგან მას იმედი აქვს,რომ უფრო უკეთესს იპოვის და ამ ლოდინში ისე გავა დრო,რომ ვერც ამჩნევს,გადახედავს თავის ცხოვრებას და ხედავს რომ მხოლოდ იმედი აცოცხლებდა,რომ მხოლოდ იმედის იმედი ჰქონდა,მწარედ გაიცინებს და მაინც იტყვის კიდევ კარგი ეს მაინც მქონდა და ცხოვრება გავილამაზეო,რადგან ცხოვრებაა თვით იმედი.ნათქვამია იმედი ბოლოს კვდებაო და პრინციპში ეს ასეცაა,რადგან სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე ადამიანს იმედი აცოცხლებს და ასე ცხოვრობს ერთად მთელი ცხოვრების მანძილზე ორი განუყრელი მეგობარი: იმედი და ადამიანი.

0

36

ვერც კი წარმოიდგენ რაოდენ ძლიერია ჩემი სიყვარული შენდამი, ძვირფასო... დამიჯერე, საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ, როდესაც შენს გვერდით ვიმყოფები, როდესაც შენს შეხებას ვგრძნობ, ჩემი გული ფეთქავს ძალუმად და ლამის საგულედან ამოვარდეს... შენ ხომ ყველაზე ძვირფასი არსება ხარ ჩემთვის, ის ერთადერთი, ვისთანაც მინდა გავატარო ჩემი დარჩენილი ცხოვრება... როდესაც რაიმე მიჭირს, ყოველთვის ჩემს გვერდით ხარ, ყოველთვის იმას მეუბნები, რისი მოსმენაც ყველაზე მეტად მსიამოვნებს... შენთან ყოველი განშორება კი ჭკუიდან მშლის, იმავე წამს მინდება ისევ შენთან გავჩნდე. ოჰ, შენ არ იცი რაოდენ დიდ პატივს გცემ, გაფასებ, გენდობი და გაღმერთებ, რაოდენ მოხიბლული ვარ შენით, მე ხომ შენ უზომოდ მიყვარხარ..."

0

37

ვოცნებობ შენზე! ამ ოცნებით დავფრინავ ცაში,
ანგელოზებთან შევუდგები გიჟურად როკვას,
ველური ჟინი ჟრუანტელს მავლებს ტანში...
სხვა არაფერი,მე სიყვარულის სიგიჟე მომკლავს!
პლატონი სტყუის, რუსთაველის, შექსპირის მიკვირს,
რადგან სიყვარულს მიწიერი მოჰპარეს ვნება;
მიწაზე ვდგავართ, მხოლოდ ფიქრით მივიწევთ ცისკენ.
გული მზეს ეტრფის ოცნებებში, გული თავნება.
მიაპობს გემი ბობოქარ ტალღებს, მივყვები მზის სხივს
და ალბატროსიც ფრთებგაშლილი მხარს მიბამს ციდან;
მე გაშლილ ზღვაზე სიყვარულის დაჭერას ვლამობ
და სიყვარულში თავისუფლება ვიპოვო მინდა.
თუმცა ზღვა ბორგავს, ხელს ჰკრავს კაცთა მოდგმას უბადრუკს,
ტკივილი მისი, ამბოხი სულის ახლა ჩემთვის...
ან წარღვნა გველის, ტალღა მეცხრე, ან გადაგვარჩენს
მხოლოდ სიკეთე, სიყვარული და რწმენა ღმერთის!

0

38

გეტყვი, დამთავრდა, აღარ მიყვარხარ,
ქარმა წაიღო ის გრძნობა ძველი,
შენ რომ გიყურებ, ფიქრით სხვაგან ვარ,
მერე წავალ და არაფერს გეტყვი.
გაივლის დრო და მოვა ზამთარი,
დარდი ფიფქებად დაიწყებს თოვას,
რომ შემცივდება, დაბერავს ქარი,
ჩემს გასათბობად არავინ მოვა...
ხმადაბლა ისევ რომ ამღერდება

0

39

შეჩერდი, ხელი მომეცი და დაიფიცე!
დაიფიცე, რომ თუ გადმოვხტები-დამიჭერ,
თუ გავბრაზდები-მომეფერები,
თუ ვიტირებ, თვალებში მაკოცებ,
დაიფიცე, რომ გაიღიმებ და დამელაპარაკები, როცა შენი გაგონება მომინდება.
დაიფიცე, რომ ძილის წინ მაკოცებ.
დაიფიცე, რომ დილით არასდროს გამაღვიძებ.
დაიფიცე, რომ მიყიდი ფერად ფანქრებს, ყოველდღე რომ ვხატო ჩვენი სიყვარული.
დაიფიცე, რომ სიცხე თუ მექნება, გამიხსნი ჩემს საყვარელ კომპოტს, დამიჯდები სასთუმალთან და გეჭირება ჩემი ხელი, სანამ არ ჩამეძინება.
დაიფიცე, რომ ჭურჭლის დარეცხვაში მომეხმარები.
დაიფიცე, რომ ხანდახან მაინც შენი ხელით მაჭმევ.
დაიფიცე, რომ მანახებ ოკეანეს და ერთად ვუყურებთ მზის ჩასვლას.
დაიფიცე, რომ ერთხელ მაინც ვიცეკვებთ წვიმაში და ავაჭყაპუნებთ ფეხებს გუბეებში.
დაიფიცე, რომ შენს ძაღლზე და მანქანაზე მეტ დროს დამითმობ ყოველთვის,
და ხანდახან, ღამე რომ გაგეღვიძება, დაითვლი, წუთში რამდენჯერ ფეთქავს ჩემი გული.
დაიფიცე, რა

0

40

იმ ღამეს თოვდა, თოვდა და თოვდა და შენ გეძინა სიცივით დაღლილს... გარშემო ცივი სანთელი კრთოდა და ისვენებდა სიჩუმით სახლი.. ვხედავდი ჩემს ლანდს საწოლთან დახრილს და ჩრდილი დახრილ კედელზე თრთოდა... შენ კი გეძინა ყველაფრით დაღლილს, გარეთ კი თოვდა, თოვდა და თოვდა.... და შენი ტანი რბილი და თხელი მკვეთრი ხაზებით მოჩანდა ბნელში, და შენი ხელი, გამხდარი ხელი მკვდარი ჩიტივით მეჭირა ხელში... გარეთ კი თოვდა, თოვდა და თოვდა...

0

41

მე მოვკვდები გვიან ღამით, მე ხომ ცაში ანგელოზი მიხმობს..... მე დავფერფლავ თქვენს ოცნებებს და დავხატავ ამ ცხოვრების ტილოს.... მე ვიცოცხლებ სხვა სივრცეში, ერთხელ მაინც გავფრინდები ცაში, მე ვიცხოვრებ სინათლეში ვიცურავებ იმედების ზღვაში... მე გავივლი იმ ბილიკებს ტკივილით რომ იგონებენ სხვები, მე ავიტან ყველა ტანჯვას მეღირსება სინათლე და ფრთები. მე მოვკვდები გვიან ღამით , გავფრინდები საბოლოოდ მზისკენ დავფიქრდები სინანულის გზაზე ანგელოზი მელოდება ცისკენ...

0

42

ამ შუაღამისას შენ რომ მოხვიდოდე და რომ მეტყოდე რამეს, ამ შუაღამისას შენი ხმის გამგონე, შევშლიდი თვით ამ ღამეს... ავაწიოკებდი, ავაწიოკებდი მხიარულებით ქალაქს, შენი შემხედვარე, შენი ხმის გამგონე, ჭკუას დავკარგავდი ალბათ... ახლა რომ მოხვიდოდე? ახლა რომ დარეკო? ახლა რომ შემეხო წამით, ალბათ ჩავიდენდი ყველა სისულელეს თუ კი შენ გარგებდი ამით... ამ შუაღამისას შენ რომ მოხვიდოდე და რომ მეტყოდე რამეს, ამ შუაღამისას შენი ხმის გამგონე ავაწიოკებდი ღამეს.

0

43

სულაც არ გჭირდება ჩემი სიყვარული,მაინც არაფერში გარგია,მაგრამ სიძულვილთან შედარებით ვინმეს რომ უყვარხარ კარგია! სხვისთვის მიგიგდია ჩემი ლექსი შენთვის ზედმეტი ბარგია,მაგრამ წართმევასთან შედარებით რამეს რომ გაძლევენ კარგია,არაფრად გინდა შენ ჩემი ალერსი სხვისიც არასოდეს გაკლია მაგრამ ლანძღვასთან შედარებით რომ გეფერებიან კარგია.

0

44

***
მეგონა ჩემი იყავი... მე მხოლოდ ამ პიქრით ვთბებოდი მეგონა ჩემთვის სუნთქავდი მე ხომ ამ სუნთქვით ვტკბებოდი მეგონა ჩემი ოცნება ფრთებს შეისხავდა იფრენდა მეგონა შენ მე გიყვარდი... მაგრამ მე მხოლოდ მეგონა......
***
გაივლის დღეები, თვეები, წლები, და გავლილლ წარსულს დაფარავს ფარდა, ნეტავ ოდესმე მოგაგონდები? იყო? ვინ იყო? რა იყო? სადა?

0

45

მე შენ გიპოვნე დიდი ხნის წინათ...   
მე შენ გიპოვნე და მივხვდი, რომ იქამდე არც არსებობდა არაფერი. შენ ხარ ერთადერთი, რაც აძლევს აზრს ჩემს ცხოვრებას...
ერთადერთი, რაც მაგრძნობინებს სიხარულს და   სიცოცხლის ხალისს. მე მჭირდები, იმაზე უფრო მეტად, ვიდრე ამას ოდესმე გაიგებ. მე ვიხსენებ წარსულს და ახლა ვტკბები შენი ხილვით. იმედით ვუცქერი მომავალს, რადგან ოცნებებში ჩვენი ერთად ყოფნა   მესახება...

0

46

სიკვდილის ვისაც ეშინია ის ადამიანი უბედურია! რა დაგრჩენია ამ ქვეყანაზე ყველანი მოკვდავნი ვართ...უაზრო ცხოვრებააა. . .   ერთხელ გავბედე და წარმოვიდგინე განვიცადე სიკვდილის გრძნობა და . . . .   სიტყვებით ვერ აგწერ ყოველივე ამას . . .   შემეშინდა ძლიერ შემეშინდა მაგრამ არა სიკვდილის. . . იმის რომ ვტოვებდი ადამიანს რომელიც სულის   ტკივილამდე მიყვარდა. . .

0

47

ცოტას დავიცდი მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ, დღეს თუ არ იცი ხვალ გაიგებ როცა დამკარგავ, ჩემთვის ასეთი ცივი რატომ ხარ რით შეგაშინე? შენსკენ სავალი ბეწვის ხიდიც არ შემაშინებს, ცოტას დავიცდი სანამ გავა წვიმის სურნელი,ნუღარ განიცდი პატიებას შენგან არ ველი, თურმე ბოლომდე ყველაფერი არ შეგძლებია,მე ხომ მოგენდე ამის მეტი რა შემიძლია,ცოტას დავიცდი მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ ნუღარ განიცდი ხვალ ხომ უკვე მართლა დამკარგავ ...             ***
მხოლოდ შენ ერთმა იცი, თუ როგორ შეიძლება   ვიგრძნო თავი ისევ ცოცხლად,
მე ხომ უკვე ათასჯერ ვკვდებოდი და მხოლოდ შენი წყალობით ვცოცხლდებოდი ხოლმე კიდევ და კიდევ...           ***
მე შენ არასდროს არ დაგივიწყებ,
მაშინ სრულიად გულ-ქვა ვიქნები,
დამავიწკდები მაშინ როდესაც
ამ ქვეყანაზე აღარ ვიქნები... ისე ძალიან მენატრები, რომ ლამის არის გასკდეს გული ამდენი ლოდინით. ჰო, ამ დილას ვტიროდი ისევ. სიყვარულზე სიმღერებს ვუსმენდი და ისარივით გაიარეს სულში მელოდიებმა. ახლა ისე ძლიერ მენატრები, როგორც არასდროს...
ნეტავ ჩემი ხმა ზეცას მისწვდეს, მაღალმა ღმერთმა ჩამომხედოს და შეისმინოს ჩემი ვედრება. როგორ მინდა ჩემს გვერდით იყო ახლა, როგორ მინდა არასოდეს მიმატოვო...

0

48

***
ისევ მთვარის შუქი ისევ ქაღალდები
ისევ მოგონება სველი წამწამები
ისევ სინანული ისევ სიმარტოვე
ისევ ერთი კითხვა რატომ მიმატოვე?
***
მე შენ არასდროს არ დაგივიწყებ,
მაშინ სრულიად გულ-ქვა ვიქნები,
დამავიწკდები მაშინ როდესაც
ამ ქვეყანაზე აღარ ვიქნები...
  ***
მხოლოდ შენ ერთმა იცი, თუ როგორ შეიძლება   ვიგრძნო თავი ისევ ცოცხლად,
მე ხომ უკვე ათასჯერ ვკვდებოდი და მხოლოდ შენი წყალობით ვცოცხლდებოდი ხოლმე კიდევ და კიდევ...

0

49

ისე ძალიან მენატრები, რომ ლამის არის გასკდეს გული ამდენი ლოდინით. ჰო, ამ დილას ვტიროდი ისევ. სიყვარულზე სიმღერებს ვუსმენდი და ისარივით გაიარეს სულში მელოდიებმა. ახლა ისე ძლიერ მენატრები, როგორც არასდროს...
ნეტავ ჩემი ხმა ზეცას მისწვდეს, მაღალმა ღმერთმა ჩამომხედოს და შეისმინოს ჩემი ვედრება. როგორ მინდა ჩემს გვერდით იყო ახლა, როგორ მინდა არასოდეს მიმატოვო...

0


Вы здесь » ๑۩۞۩๑SIYVARULI๑۩۞۩๑ » MONATREBA » monatreeeeebaaaaa!!!!!!!!!!!!!!!!!