მინდა ავიღო კალამი და რამე დავწერო,მაგრამ ხელი მიკანკალებს.სიტყვები არ მყოფნის,რომ ჩემი ტკივილი გადმოვცე.თეთრი ქაღალდის მაგიერ შენს სახეს ვხედავ და ტირილი მინდება..."ტირილი კარგიაო!",მაგრამ მე არ ვიტირებ,რადგან ვიცი,რომ შენ არ ტირი...მე ვიქნები ბედნიერი,რადგან ვიცი,რომ შენ ბედნიერი ხარ...მეყვარები,თუმცა ვიცი ,რომ არ გიყვარვარ...გავთხოვდები,რადგან ვიცი,რომ ცოლს მოიყვან...რომ შეგხვდები,გაგიღიმებ,რადგან ვიცი,რომ ჩუმად ისევ გამიხსენებ...კვლავ რომ იტყვი:"მიყვარხარ!" გავიცინებ...და მიხვდები,რომ...დაგივიწყე
siyvaruliiiiiiiiiiiiiiiiii
Сообщений 1 страница 30 из 33
Поделиться22007-11-27 23:13:43
ოდესმე. . . ღამით . . .გაისმება შენს კარებზე ჩემი ზარის ხმა,
კარებს გააღებ და ვერ მიცნობ, შენ ელი სულ სხვას . . . .
აცრემლებული, გულნატკენი და აერეული
მე გავუყვები გაყინული დეკემბრის ცივ გზებს . . .
გრძნობებისაგან აფეთქებული თან წამოვიღებ
შენს გაოცებულ მზერას და სიტყვებს . . .
ოღონდ იცოდე, რომ ოდესმე . . ერთ ქალს . . .
უყვარდა შენი სიტყვა და სული . . .
მაგრამ შენამდე სულ სხვამ დაიპყრო მისი სხეული და მისი გული . . .
მინდა უბრალოდ მხოლოდ ერთხელ ჩაგიკრა გულში. . .
გითხრა ისიც, რომ ჩემს შვილს შენი სახელი ჰქვია . . .
და თუკი ოდეს მარტო დარჩები უდიერ ბრბოში,
იცოდე ვიღაც შენი ლექსებით სიცოცხლეს ჰქმნიდა
Поделиться32007-11-27 23:14:05
im games Tovda Tovda da Tovda
da Shen geZina siciviT daglils...
garShemo civi sanTeli krToda
da isvenebda siChumiT saxli...
vxedavdi Chems lands sawolTan daxrils
da Chrdili daxril kedelze TrToda
Shen ki geZina yvelafriT daglils
gareT ki Tovda,TOvda da Tovda...
da Sheni tani rbili da Txeli
mkveTri xazebit moChanda bnelShi
da Sheni xeli,gamxdari xeli
mkvdari Chitivit mejira xelSi...
garet ki Tovda,Tovda da Tovda
Поделиться42007-11-27 23:46:40
ძალიან ძნელია დაშორდე იმას ვინც,მთელი გულით არსებით გიყვარს, როცა ცრემლები წააგავს წვიმას,ტირიხარ და ამბობ მე მაინც მიყვარს........... მე შენ გიყვარდი როგორც ფერია.. დამკარგე ვითომ არაფერია.... ძლიერ მიყვარხარ!მაგრამ ამას მე გეტყვი მაშინ როცა ყოველთვის გეყვარები და არ გამცვლი სხვაში.........................ზოგჯერ ფიქრის დროს დავიღლები დემეძინება,და ტკბილ სიზმრებში შენი სახე მომელანდება,და მენანება ამ სიზმრიდან თავის დაღწევა,რადგან ვიცი რომ შენი სახე დამეკარგება..........
Поделиться52007-11-27 23:46:50
დილით ადრიან ტაძარში გოგონა
ვიხილე სანთელით ხელში
მუხლებზე იდგა გაყინულ ქვაზე
ცრემლი სდიოდა ორივე თვალზე
ის ჩუმად კვნესოდა იტანჯებოდა
ის ჩურჩულებდა ხატს შესცქეროდა
მიშველე ღმერთო რა დაგიშავე?
ასე რო მტანჯავ არ გებრალები?
შენ ხომ იცოდი ვერ ავიტანდი
შეყვარებული რომ მომიკალი?
Поделиться62007-11-27 23:47:24
შენ ვერასოდეს მიხვდები, რაოდენ დიდი სიხარული ხარ ჩემთვის.
როდესაც შენზე ფიქრებში ჩამეძინება ხოლმე, ვიღვიძებ, - ისევ შენზე ფიქრები მიტრიალებს თავში და თვალწინ შენი სახე მიდგას.
შენ ერთადერთი არსება ხარ, ვიზედაც ვოცნებობ ასე...
მნიშვნელობა არა აქვს, სად იმყოფები იმ წამს...
მე შენ გრგძნობ დღისითაც და ღამითაც...
ჩემი ცხოვრების მანძილზე ყოველ წუთს და ყოველ წამს ჩემი ფიქრებით მე მუდამ შენთან ვარ
Поделиться72007-11-27 23:47:51
მე შენ მიყვარხარ. მიყვარხარ უფრო მეტად ვიდრე სიტყვებით შეიძლება ამის გადმოცემა. მიყვარს ყოველი წვრილმანი, რაც ოდნავ მაინც არის შენთან დაკავშირებული, - შენი სანდომიანი ღიმილი, შენი სასიამოვნო ხმის გაგონება, შენი თვალების საოცარი სილამაზე. მე მიყვარს შენი ნაზად შეხება და სითბო, რომელიც შენგან გადმოდის ჩემზე, მე ხომ ყოველთვის ვგრძნობ ამას...
მე მიყვარს შენზე ოცნება, ფიქრი. მიყვარს ყოველი წამი, როდესაც მე შენს გვერდით ვიმყოფები, - ეს ხომ ჩემი ცხოვრების უბედნიერესი წუთებია. და კიდევ, საოცარი რამ ხდება ყოველთვის, როდესაც კი თვალებში გიყურებ: მე მუდამ ვიძირები საოცარი სიყვარულის უკიდეგანო მორევში...
მე იმდენად ვარ მოხიბლული შენით, რომ სულ ყველაფერი მავიწყდება მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე და მხოლოდ შენი ლამაზი თვალების და სახის ცქერა მინდა დაუსრულებლად...
ალბათ ყოველი ახალი დღის გათენება ჩვენი მარადიული სიყვარულის ზეიმია! არცერთი დღე არ არსებობს ჩემთვის შენი ნათელი ღიმილის გარეშე. რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება, შენ რომ არ იყო ჩემს გვერდით.... ჩემო ძვირფასო, მიყვარხარ მთელი გულით, მიყვარხარ და მეყვარები მარადჟამს!
Поделиться82008-02-15 19:03:02
siyvaruli gmertia,gmeri siyvarulia.tvalsheudgami sinatlea siyvaruli.saocrebaa,magram tvalsheudgami sinatlec mamaaa zeciuri.siyvaruli kacis gulistkmaa,siyvaruli amaglebuli girsebaa,romelic mgalobeli chetivit zis pirovnebis rjulshi da ugulebelyops am pirovnebas,dzaladobas da sidzulvils . . .stutieri siyvaruli ar arsebobs is maradiulia,stutiers xibli hkvia. da siyvarultan saerto ara akvs. siyvarulis prtebkvesh kacs ar uchirs, stutisoplidan maradiulisaken gza siyvarulis mstvervalze gadis.
mkrexelobaa roca amboben " umstiklo siyvaruli ," mkrexelobaa roca amboben " dzalian miyvars ," siyvaruli tavistavad agmatebilia,siyvaruls agmateba ar ekadreba!!!
Поделиться92008-02-15 19:06:50
წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია...
მთელი ცხოვრება სულ წამებში აღმიწერია...
უცნობზე ფიქრით ამივსია ცრემლით თვალები,
მე ამ ცხოვრებას არც გავურბი, არც ვემალები...
როგორ მიხვდები შენ ჩემს გრძნობას, ანდა იარას?
მე გულზე ისეც ბევრმა დარდმა გადამიარა...
მაგრამ რა ვიცი ვის ეკუთვნის ეს ჩემი დარდი...
იქნებ არავის აღარ ვუთხრა: მეც შემიყვარდი!...
წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია...
ერთ ლექსზე შენი სახელიც კი წამიწერია...
იქნებ დამწერმა, წამკითხავმაც იქნებ ინანოს,
...იქნებ ამ გულმა სიყვარული დაიგვიანოს...
ასე არასდროს მიფიქრია მე ცხოვრებაზე...
ჩავფიქრებულვარ, ვერც კი ვხვდები ვისზე ან რაზე...
ლექსი დავწერე არც კი ვიცი უკვე რამდენი...
მონანიებად ჩამითვალეთ სიტყვა ამდენი...
წუხელ... ნამთვრალევს... ბევრი ლექსი დამიწერია...
მაგრამ არ ვიცი მე გრძელი გზა თუ მიწერია...
Поделиться102008-02-15 19:07:55
ეს ერთი სიტყვა მიყვარხარ
ზოგჯერ სიცოცხლეს წყვეტს,
ზოგს სასაცილოდ არ ჰყოფნის
ზოგს მოუძებნის ბედს.
ეს ერთი სიტყვა მიყვარხარ
შეაკრთობს თუნდაც მტერს
ეს ერთი სიტყვა მითხარი
მომიხდებოდა მეც.
@@@@@@@@@@@@@@@@@
გული გალია, გულში ქალია,
ანგელოზი თუ ჯადოქარია,
ცეცხლის ალია, გარეთ ქარია,
გრძნობები მთვრალიუა...
თვეა მარტის, მარტი ვარდის,
ფიქრი დარდის,
შემიყვარდი,
შემიყვარდი...
ტყემლის ტოტი, ტოტზე კვირტი,
მომტირალი ტოტზე ჩიტი...
იყავ მშვიდი, გულით მშვიდი...
ცეცხლის ალი, გარეთ ქარი...
გულში ქალი, ჯადოქარი...
!@@@@@@@@@@@@@
რატომ დამღალა ასე ძლიერ შენზე ფიქრებმა?
გარეთ ქარია, წვიმს და ალბათ ამიტომ...
რატომ დამძიმდა ასე ძლიერ გული შენს დანახვაზე?
წვიმა აცრემლებს მოგონებებს...
გულში ისევ თოვს...
მიძინებულა სულის სიღრმეში შენი ზმანება,
ასე სჯობია მარტო იყოს, იყოს თავისთვის
ნუ გამახსენებთ გევედრებით ნუ გააღვიძებთ
ჩამქრალ სიყვარულს ფიქრი მოსდევს გაუსაძლისი.
მაგრამ რა ვუყოთ მოგონებას მარტო დარჩენილს?
(თავს რად ვიტყუებ, იქნებ იყო იქნებ არც იყო?)
იმ უსაშველო მოლოდინს და ნამცეცა იმედს,
რომ დამიბრუნდე... ჩუმად მითხრა,
რაც იყო, იყო...
@@@@@@@@@@@@@@@@@@
ერთხელ სიზმარში ვიტირე მწარედ,
თითქოს იწექი საფლავში წყნარად,
გამომგეღვიძა, მართლა ვტიროდი,
ჩამომდიოდა ცრემლები ღვარად.
ერთხელ სიზმარში ვიტირე მწარედ,
თითქოს დამტოვე ამარა ბედის.
გამომეღვიძა, და ისევ დიდხანს,
დიდხანს ვტიროდი მარტოკა ჩემთვის.
ერთხელ სიზმარში ვიტირე მწარედ,
თითქოს ჩემი ხარ მარად და მარად,
გამომეღვიძა, ისევ და ისევ
მდუღარე ცრემლი მდიოდა ღვარად
Поделиться112008-02-15 19:09:54
ზღვის და ცის შორის არის მსგავსება,
ისევ ქარია და დღე მზიანი.
შენგან არ ვითხოვ მე დაფასებას,
იყავი მხოლოდ ადამიანი.
ისევ თვალები და ცისკენ მზერა,
ისევ ქარია და დღე მზიანი.
იყავი კარგი, ხარ გაიძვერა
და შენში მოკვდა დამიანი.
მივდივარ, მიმაქვს ფიქრი ასეთი,
ისევ ქარია და დღე მზიანი.
მე შენ სრულიად არ მაფასებდი
და შენში გაჰქრა ადამიანი.
ზღვის და ცის შორის არის მსგავსება,
ისევ ქარია და დღე მზიანი.
შენგან არ ვითხოვ მე დაფასებას,
იყავი მხოლოდ ადამიანი.
Поделиться122008-02-15 19:10:30
გარეთ ქარია
მისი ბრალია,რომ მომენატრე
ახლა ძალიან...
ზღვა აქაფებულ ტალღებს
იგორებს
ჯერ არ გაგებულ ამბებს
იგონებს...
შენ დამიმონე,შენ მომერიე
გასახარია...
ღიმს ვერ ვიშორებ გარეთ გავალ
თუმცა ქარია...
ვერ შემაშინებს სიცივე და
ქარის თარეში
მოდი ოღონდაც გელოდები
იმ ჩვენს ღამეში
ზღვის ნაპირთან და პალმის ძირში
ვნება იწვება,
მაპატიე,რომ ვერ შევძელი
გადავიწყება...
და შენს სიყვარულს მინდა ერქვას თავდადიწყება...
არ მავიწყდება არაფერი
ვერ მავიწყდება...
გარეთ ქარია......
Поделиться132008-02-15 19:10:59
გარეთ ქარია
მისი ბრალია,რომ მომენატრე
ახლა ძალიან...
ზღვა აქაფებულ ტალღებს
იგორებს
ჯერ არ გაგებულ ამბებს
იგონებს...
შენ დამიმონე,შენ მომერიე
გასახარია...
ღიმს ვერ ვიშორებ გარეთ გავალ
თუმცა ქარია...
ვერ შემაშინებს სიცივე და
ქარის თარეში
მოდი ოღონდაც გელოდები
იმ ჩვენს ღამეში
ზღვის ნაპირთან და პალმის ძირში
ვნება იწვება,
მაპატიე,რომ ვერ შევძელი
გადავიწყება...
და შენს სიყვარულს მინდა ერქვას თავდადიწყება...
არ მავიწყდება არაფერი
ვერ მავიწყდება...
გარეთ ქარია......
Поделиться142008-02-15 19:11:32
თუ შეიყვარე ოდესმე ვინმე, ისე ძალიან მე რომ მიყვარხარ, თუ შეგაწუხა უიმისობამ, როგორც მე ვწუხვარ ჩემთან რომ არ ხარ და თუ მან ისე დაგასაჩუქრა, როგორც მაჩუქე შენ ცივი გული და გაიცინა როცა გაიგო, შენი მისდამი ღრმა სიყვარული. მაშინ მიხვდები თუ როგორია, დღეები მწარეთ გატარებული, მაშინ გვექნება საერთო ერთი ორივეს გული გამწარებული
Поделиться152008-02-15 19:13:20
ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის
? და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის,
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.
შენი თვალების ნაცნობი ფერი
მაკლია მაშინ და მენატრება,
? როცა მილეულ მზის შუქს შევცქერი
? არ ვიცი, ასე რად მემართება.
მე ვერ ვგრძნობ შენი სხეულის სითბოს,
? შენი ტუჩების მე მკლავს წყურვილი
? და არ არსებობს ამქვეყნად თითქოს
? სხვა ნატვრა, ანდა სულ სხვა სურვილი.
მხოლოდ მართობენ შენზე ფიქრები...
? უშენოდ ყოფნას ძლიერ განვიცდი,
? და მაინც თუკი ჩემი იქნები
? თუნდაც მილიონ წელწადს დაგიცდი.
? მე მახალისებს შენი დანახვა, -
შენ იასამნის აგდის სურნელი,
? მაშინაც, როცა ჩემთან არა ხარ,
ხარ სანატრელი და სასურველი.
ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის,
? მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება
Поделиться162008-02-15 19:13:43
ღამე, მთვარე შორეული,
შენსკენ, გრძნობა მორეული,
მოვალ, როგორც მთვარეული,
შენზე ფიქრით არეული...
მოვალ, როგორც დილის ნამი,
ავმღერდები როგორც თარი,
მოვალ, როგორც წვიმის დარი,
მოვალ, როგორც ნიავ-ქარი.
გაზაფხულზე მოვალ ველად
მარტში იად და ენძელად,
ატმის ყვავილის სურნელით,
თუნდაც ავყვავდები ტყემლად.
ხიბლს შევმატებ არემარეს
ბროწეულის ყვავილებად,
წვიმის შემდეგ ავენთები,
მანათობელ ცისარტყელად.
მოვფრინდები, თუნდაც მერცხლად,
გავწვიმდები ისევ სევდად,
აზვირთებულ, ცისფერ ტალღებს
გამოვყვები თოლიებად.
ზამთრით, მოვალ თეთრ ფანტელად,
შენთან მოვალ ისევ ფიფქად,
დაგეცემი ხელის გულზე
და ვიქცევი მე შენს ფიქრად.
როგორც ფიქრი შორეული,
მოვალ, გრძნობა მორეული,
მოვალ, როგორც მთვარეული,
შენზე ფიქრით არეული...
Поделиться172008-02-15 19:14:20
~თუ მოგენატრები, სიზმრად ჩაიტანე ეს დიდი სურვილი და ჩემს სუნთქვას იგრძნობ უმალ...
~თუ მოგენატრები, თვალდახუჭული რომ იყო, ჩემი ლანდი მოვა შენთან...
~თუ მოგენატრები, ჩქარ ტალღებს დაუკვირდი და ქვებზე ფეხშიშველ მორბენალს დამინახავ...
~თუ მოგენატრები, ხეივანში გაიარე და ფოთოლთ შრიალით გამოგეპასუხები...
~თუ მოგენატრები, ტაძრის ნანგრევებს მიაკითხე და რომელიმე ფრესკად ასვეტილ სახებაში შეიცნო უნდა ხატება ჩემი...
~თუ მოგენატრები, აფრენილ ჩიტს დაადევნე თვალთახედვა და მისი ფრთების ტლაშუნი ჩემს დამშვიდობებად მიიჩნიე...
~თუ მოგენატრები, ცისფერ ცას ახედე და ჩემი სახე თეთრი ღრუბლებით დაიხატება...
~თუ ძალიან მოგენატრები, სანთლები აანთე და მის მკრთალ შუქზე მებაასე, ჩემი სული უეჭველად მოვა შენთან...
~თუ მოგენატრები...
Поделиться182008-02-15 19:16:11
მე შენ გიპოვნე დიდი ხნის წინათ...
მე შენ გიპოვნე და მივხვდი, რომ იქამდე არც არსებობდა არაფერი. შენ ხარ ერთადერთი, რაც აძლევს აზრს ჩემს ცხოვრებას...
ერთადერთი, რაც მაგრძნობინებს სიხარულს და სიცოცხლის ხალისს. მე მჭირდები, იმაზე უფრო მეტად, ვიდრე ამას ოდესმე გაიგებ. მე ვიხსენებ წარსულს და ახლა ვტკბები შენი ხილვით. იმედით ვუცქერი მომავალს, რადგან ოცნებებში ჩვენი ერთად ყოფნა
მესახება...
მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები
რომ თქვენი თმები დამაბრუნებდა,
მაგრამ დღეები, როგორც ქურდები
ჩემს დაპირებებს ანადგურებდნენ...
და ტყვია სადმე თუ გააციებს
გულს საშინელი განადგურებით
თქვენ მაპატიეთ, ჰო მაპატიეთ
დანაშაული - არდაბრუნების
Поделиться192008-02-15 19:17:22
სიკვდილს სურს, ჭაბუკს სახე დამღადროს,
მითხრას: - დღეიდან ჩემი იქნები.
შენ მაშინ მოხვალ, მაგრამ რაღა დროს, -
სათქმელი უკვე აღარ ვიქნები.
სულითხორცამდე როცა შემიცნობ,
როდესაც შეწყვეტს ფეთქვას ეს გული.
შენ მაშინ მოხვალ, მაშინ შეიგრძნობ, -
რომ ხარ უზომოდ შეყვარებული.
ტრფობის მომთმენი აბა ვინ არი?!
მეც დავმარცხდი და... უკვე ვეცემი.
შენ მაშინ მოხვალ, მოუსვენარი,
გვამად როდესაც გადავიქცევი.
როცა ჩამდებენ შავ-ბნელ კუბოში,
ზედ დამაყრიან ცრემლებს ქალები.
შენ მაშინ მოხვალ, და მხოლოდ მაშინ,
ატირდებიან შენი თვალები.
როცა ყოველი ჩაქრება ჩემში,
როს ვიგრძნობ გრილი მიწის სიამეს.
შენ მაშინ მოხვალ მიხაკით ხელში,
და ინანებ, რომ დააგვიანე.
მარტოდ დარჩენილ ჩემს სასაფლაოს
როცა დაათოვს ცივი ფიფქები.
შენ მაშინ მოხვალ; ჰო, მაშინ მოხვალ,
მაგრამ ამ ქვეყნად აღარ ვიქნები.
Поделиться202008-02-15 19:17:49
რაში გჭირდები მე, ტრფობის ხამი.
შენ მიღალატებ - მეც გაგიწყრები.
დაგავიწყდება ის ტკბობის ჟამი
და მეც სულ ისე დაგავიწყდები.
დავლევ, დავთვრები ბრაზმორეული.
წარსული ახლა ჩემი მტერია.
საიდანღაც კი ხმა შორეული
წამიჩურჩულებს: - არაფერია!
რაში გჭირდება ღატაკი, ლოთი.
შენი ცხოვრება ახლად იწყება.
და ერთი გიჟი, სულელი, შფოთი...
ისე, უბრალოდ დაგავიწყდება.
-შენი დრო მორჩა, როგორც უყურებ,
-მეტყვი, --ახლა კი ჩემი ჯერია.
გამიკვირდება, ჩავიბუტბუტებ:
-განა ეს მართლა არაფერია?!
დეკემბერია, გული თოვლს ითხოვს...
შენ გათხოვდები - მეც გაგიწყრები.
დაგავიწყდება იანვრის სითბოც
და მეც სულ ისე დაგავიწყდები
Поделиться212008-02-15 19:18:08
მე ავიჩემე შენი სახელი
მზე ჰქრება, ნებდება დაისს
და წლების სევდა დაჰკრავს საღამოს.
ოჰ, ერთხელ მაინც....
ოჰ, ერთხელ მაინც....
მინდა, რომ ჩემზე
ფიქრმა დაგღალოს.
ახლა არა არის ჟამი მახსრობის,
ეს ღმერთმა უწყის, ვინ რას მიწოდებს,
და ფერხთით გიგდებ
ერთი გასროლით,
ბრაუნინგივით
დაცლილ სიცოცხლეს.
რომ მისტიური მესმას ძახილი
და მერე, ჩემზე გლოვამ დაგღალოს,
მე ავიჩემე
შენი სახელი,
დაე, ის ერქვას
ყველა საღამოს!
Поделиться222008-02-15 19:19:03
იწვის წიგნები და ბარათები,
ღაწვზე - თხიერი ...
მიტოვებულიც, ნაღალატევიც,
ხარ მშვენიერი!
იყუჩე! გაცვლა კაცისგან სხვაზე -
(ადვილად ითქმის!)
ბევრს ვერას იტყვის მშვენიერ ქალზე,
ვერაფერს თითქმის!
იყავი შენში დარწმუნებული:
თვალზე თხიერით,
გამგუნებულიც, დაწუნებულიც,
ხარ - მშვენიერი!
ის არ წასულა თავისი ნებით,
არც ჰაიჰარად, -
თავს დაეღვარა ალერსით, ვნებით -
ზღვამ წაიყვანა.
მეც ... ზღვა მომესმის გამძვინვებული -
ზღვა შენმიერი ...
სხვაზე გაცვლილიც, დამცირებულიც,
ხარ - მშვენიერი!
Поделиться232008-02-15 19:19:25
ვნიძლაობთ
ვნიძლაობთ, რადგან
მსურს შენი მჩატე,
სუსტი თითები
ხელში მეჭიროს.
მე შენს ტრფობაში
სიცოცხლე ჩავდე
და ღმერთმა
ნუღარ გადამარჩინოს.
ვით მეყვავილე
ნაზი კვირტების
მოალერსეა
მხოლოდ გაშლამდე,
შენი დაკარგვით
შენაშინები
ვეღარ გელევი
ხელის ჩაჭრამდე.
მოიგე.. ზღვისპირს
ერთად მივყვებით,
და სველ გირლანდებს
მოჰგავს ნავები,
ჩემს საქციელში
შიშით გიტყდები,
შენ კი...
თავიდან მენიძლავები.
Поделиться242008-02-15 19:20:14
ბევრი იმედი გაწბილდება,
? ბევრი ოცნება გაცივდება...
მაგრამ არასდროს არ გცილდება -
? ქალი, რომელიც გიყვარს.
? ხანდახან ყოფნა გაძნელდება,
და სიმარტოვე გაგრძელდება...
მაგრამ არასდროს არ გბეზრდება -
? ქალი, რომელიც გიყვარს.
? წლებმა იციან გამეტება,
სულს ბინდისფერი დაედება...
? მაგრამ არასდროს არ ბერდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.
? თურმე სიცოცხლე ხანმოკლეა,
მალე ბალახი მოგედება...
მაგრამ არასდროს არ მოკვდება -
? ქალი, რომელიც გიყვარს.
Поделиться252008-02-15 19:22:03
ტირის ეული გული
ისე,ვით წვიმა მოდის,
გრძნობაა დანისლული,
და ასე ფეთქავს გული.
ჩუმად ხმაურობს წვიმა
სახურავების თავზე,
გული კი უსმენს იმას,
როგორ ხმაურობს წვიმა.
უაზროდ აწვიმს ქალაქს,
გულიც უაზროდ ტირის.
როგორ გავუძლო ღალატს?
უაზროდ აწვიმს ქალაქს.
და გული ისევ დარდობს
და ვერა ვხვდები,რატომ
უსიყვარულოდ, მარტო,
ეს გული ასე დარდობს!
@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@
ალბათ მოვა დრო - შენც აინთები,
ახლა დარდების მძიმე წუთია.
მიწას ადგია ცა გარინდებით.
და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია.
არის სიცოცხლე, სიკვდილიც არის,
ადამიანის ბედი კრულია.
დადუმებული კიდია ზარი
და თითქოს ზარი საყდრის გულია.
მე ასე ვფიქრობ, ღამდება კიდეც,
ალბათ ლანდებიც მალე მოვლიან.
დგას საფლავების მწვანე სიმშვიდე
და ეკლესია თითქოს თოვლია.
@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@
ცხოვრებისაგან წყალწაღებული
მე შენს სიყვარულს ჩამოვეკიდე.
გამარჯვებული, გალაღებული
მიყვარხარ კიდევ!
დავბერდი? არა! ლექსების ფერებს
დაჰკრავს სურნელი საუკეთესო,
ნამდვილ სიყვარულს რა დააბერებს,
სულზე უტკბესო!
ვინ დააწყნარებს მეტეხის მორევს?
ვინ შეაჩერებს ლექსს ნიავქარულს?
მტკვარში ცოცხალ თევზს ვერვინ გამოლევს,
გულში - სიყვარულს.
და თუ ხანდახან ფშატის ხესავით
ვერცხლის ჭაღარას მეც შევერევი, -
გწამდეს, შენს თვალებს დაუკვნესავი
ვერ შეველევი.
დავბერდი? არა! ლექსების ფერებს
დაჰკრავს სურნელი საუკეთესო,
ნამდვილს სიყვარულს რა დააბერებს,
სულზე უტკბესო!
Поделиться262008-02-15 19:22:41
მე მაპატიე,
ვერ დავემგვანე
იმ ქალს, რომელსაც
ღამ-ღამობით ფიქრით ხატავდი...
მე მაპატიე,
ვერ ვიქეცი სურვილის მონად,
ვეღარ გითხარი -
რომ ტკივილი მქონდა სხვაგვარი,
სხვა სიყვარული, მონატრება,
სხვაგვარი თრთოლვა.
ვეღარ გითხარი...
დროც არ იყო ამის სათქმელი,
რადგანაც სულში სევდამ მოთოვა...
ბოლოს კი მაინც უხმაუროდ
ისე წავედი,
შემოდგომის პირს როგორც იცის
ხოლმე ფოთოლმა.
Поделиться272008-02-15 19:24:18
ვიცი მომელიან ახლა ეგ თვალები-
შენი მათრობელა თაფლის ღვინოები...
როგორც პეიზაჟი ლამაზ მოგონებას,
როგორც ცეცხლის ალებს ლერწმის ღეროები.
აღარ დავბრუნდები ნუღარ მელოდები..
თმაზე მომაბარდნის ვარდებს თებერვალი...
დარდსაც თავის მიაქვს, წლები-ფოთოლცვენას,
რჩება ხელისგულზე ჩემი ნატერფალი.
რატომ მემღერება ახლა მეც არ ვიცი,
სული გავაცილე ქარში მინამული...
ყველა გიორგობის თვეში დაბადებულს
თითო ყვავილივით მოაქვს სინანული.
@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@
ჩემი ცხოვრება სავსეა შენით,
შენი სუნთქვით და თვალების ფერით,
თმებით,ტუჩებით, ალერსით,მზერით,
ჩემი არსება სავსეა შენით,
ჩემი დღეები სავსეა თმენით,
ჩემი სისხლხორცი მზითა და რწმენით,
მხრებით,მკლავებით,თვალებით,ყელით,
ჩემი არსება სავსეა შენით,
ჭორით,ოცნებით,იჭვნეულ სენით,
ტყუილით,მართლით,ბოროტი ენით,
ზღვა სიყვარულით,პატარა წყენით,
მთელი სიცოცხლე სავსეა შენით,
ასე მგონია მე შენით ვცოცხლობ,
ასე მგონია ვსულდგმულო შენით
@@@@@@@@@@@@@@@@@@
სიყვარული პაწაწინა და უმწეო ფიქრია,
ამ ქვეყნიურ სამყაროში,გულნი მისკენ იტრფიან
არ იციან რომ ეს გრძნობა,ჯერ სრულიად ბილწია,
რადგან ფიქრნი ჯერ არიან,ხოლო შემდეგ მიდიან
ამიტომაც ხშირად მოსდევს
ფიქრის ნდობას ცრემლები,
გულის ტკენა,დიდი ბოღმა
მწარე მოგონებები.
@@@@@@@@@@@@@@
ომს ვიგებ-
ნადავლში არ მინდა მე წილი,
შენი მეფერება ხელი დახვეწილი...
გზა გუშინ იშვა და
დღეს სუნთქვას ამთავრებს...
ეს შენი მზერაა მე რომ მითვალთვალებს.
ცის მგონი არ მესმის...
მას ალბათ მზე უგებს...
შენი სვლის მანერაც გრძნობებს ამზეურებს,
აქ იშვა ბოლო და
იქ კვდება საწყისი...
მე შენი ოთახის ვარ დიასახლისი.
წახვალ და კვლავ მოსვლის მიზეზებს დატოვებ,
შენს გულში ყოველთვის მე ვიქალბატონებ!
@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@
შენ აქ რა გინდა, მაგრამ ყოველთვის
მომაგონდები ამ ანანურთან,
შავი არაგვი თეთრ არაგვს ერთვის
ჩვენი გათიშვა კი ყველას სურდა.
არც კი გიცნობდი, არც კი მენახე
ისე გხატავდი თამარს ვრუბელი
ხარ დანგრეული შენ მოდინახე,
ფეხმოტეხილი შენ ხარ ღრუბელი.
ისე ნაზია ეს მოგონება,
როგორც დემონის ფრთების შეხება.
დაე იხარონ სხვა გოგონებმა
მოისხან შენი ირმის ფეხები.
დე, გაიხარონ, მათმა მგოსნებმაც
იმათი დღე ხომ ხვალე იწყება.
ჩვენს დაუვიწყარ ლამაზ ოხნებას
დაფარავს მიწა და დავიწყება.
გაჩენილი ვარ ქვებზე კალმახი
და ახეული მაქვს დაყუჩები
შემართულია ფეხზე ჩახმახი
და უსიკვდილოდ ვერ გადვურჩები.
ასე კვდებოდა ალბათ ატასი
და მოწმედ ჰყავდათ ეს ანანური.
ეს არის ჩემი მგოსნობის ფასი
და თვითმკვლელობის იავნანური.
Поделиться282008-02-15 19:28:39
სდუმს ტელეფონი...
და ამ დუმილში შენი ფარული ზიზღი იწყება
მე ჩემს გრძნობებთან ისე მიგიშვი,
ტკივილში იშვა თავდავიწყება.
და დავიღალე ამ თამაშებით
და ამომევსო სულის სისრულე
თუ შენ გინდოდა გადამარჩენდი
მაგრამ, რატომღაც არ მოისურვე.
მე მინდა შენი წაწალი მერქვას,
და თივის ზვინთან ვნებად ვდნებოდე
ვგრძნობდე შენს სუნთქვას და
გულის ფეთქვას
და გათენება არ მოდიოდეs
@@@@@@@@@@@@@@@@
მიმაფრენდა ნაპრალებზე ლურჯა ცხენი,
გადვიჩეხე უკურნებლად დაჭრილი ვარ...
დამეხსენი...
შეკიდებიან მთვარეს როგორც ლურჯი მტევნები
თეთრ-ვარდისფერი ალუჩები და შადრევნები.
ქანდაკებებმა ჩაიარეს მოხდენილ წყებად...
სადღაც შორს მუსიკა ქარივით კითხულობდა
ვინ არის ეს ქალი? ვინ არის ეს ქალი ასეთი ცისფერი?
ჩახმახის წუთი, ბნელ სივრცეში აშლილი ბოლი
შავი ყვავილის სამუდამოდ მკვდარი ფოთოლი...
ლიუციფერი...
ვინ არის ეს ქალი? ვინ არის ეს ქალი ასეთი ცისფერი?
@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@
აღარ მაძინებდა მზერა ალმაცერი, ხალიანი ტუჩი მკლავი ანაცერი,
მზის და ცხელი ქვიშის ვნებით ატკეცილი ტალღებს მიაპობდა ტანი კალმახური.
თვალებს ჩავკიდებდი ზღვაში ანკესივით და შინ ვბრუნდებოდი, როგორც გალახული.
თითქოს შენს სხეულში მზეა მომწყვდეული ანდა კანში სკდება მწიფე ბროწეული.
ზღვა ღელავდა კრთოდა, ტალღებს შლიდა მწვანედ გახველ ნაპირზე და ღელვაც გაიტანე,
განა ბევრი მინდა? ჰოი დავიქანცე, ბევრი თეთრი ღამე ზღვასთან გადავფურცლე, მოვდიოდი მხოლოდ და შენს აცრილ მკლავზე თითებს დავაწყობდი, როგორც სალამურზე.
@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@
ნაძირალებო და ტირანებო, მე თქვენ მძულხართ
და მიჩუქნია ეს სიძულვილი თქვენთვის. . .
ბოზებო და ლოთებო, მე მებრალებით
და მიჩუქნია ეს სიბრალული თქვენთვის. . .
დიდსულოვნებო და გმირებო, მე თქვენ მიყვარხართ
და მიჩუქნია ეს სიყვარული თქვენთვის. . .
ჩემო ქვეყანავ, მე უკვდავი ვარ
და მიჩუქნია ეს უკვდავება შენთვის. . . .
@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@
მინდა ვიყოთ ერთად სოფელში და წვიმდეს,
შემოჩვეულ სევდას წვიმის ღვარი შლიდეს,
იფარავდეს შინდი შეციებულ ჩიტებს
და შენ ჩემი დიდი სიყვარული გჭირდეს.
გიკითხავდე ლექსებს, არა ვგავდეთ დიდებს,
გიკოცნიდე დიდხანს საფერებელ თითებს
მთელი ღამე მშვიდი, თბილი წვიმით წვიმდეს
და შენ ჩემი დიდი სიყვარული გჭირდეს
@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@
თავი დამავიწყეს ძველმა სონეტებმა,
ძველი სატკივარი გამანდეს,
ისე მომენატრა შენი მოფერება,
როგორც არასდროს აქამდე.
წარსულს უმღეროდა ძველი როიალი,
თითქოს შენც მეძახდი შორიდან,
პირჯვარს ისახავდა ღამე მთვარიანი,
გარეთ ხეტიალი მომინდა.
ფიქრთა ჩირაღდანზე წლები აელვარდნენ,
გაქრა ყველაფერი უკვალოდ,
ისე მომენატრე,ისე მომენატრე,
ვერც კი წარმოიდგენ უბრალოდ!
@@@@@@@@@@@@@@@@@@
როცა მთვარე ვარსკვლავებთან
ღამე ბინად დაიდებს,
ისე ჩუმად მოვალ შენთან,
რომ ვერევინ გაიგებს.
ნაცნობ კოცნით გაგაღვიძებ
ამით სიზმარს აგიხდენ,
გავიგონებ: მომენატრე
მე კი სულში ჩაგიძვრენ.
ციდან სიყვარულის ცეცხლს
მთვარე უხვად არიგებს,
იმ კეკლუცის ბრალი არის
ვნება უკრთის,აგიჟებს.
ჩემთან ერთად ვარსკვლავებმა
შენთან შემოაბიჯეს,
წუხელ მათ მომიყვანეს,
ისევ ცაში ავიდნენ.
ბევრი გკოცნე და გეფერე,
მაგრამ შენ ვერ გაიგე.
@@@@@@@@@@@@@@@
ისევ ეცემა ფანჯრის მინას წვიმის წვეთები,
ისევ იწვიმა,იწვიმა და კვლავაც დარია,
გულმაც იტირა,იტირა და წვიმის წვეთივით
დაპატარავდა კიდევ უფრო მასზე ძალიან.
ცასაც გული აქვს,ისიც ტირის,ისიც განიცდის
და არ უხდება მარტოობა ღრუბელს ხალიანს,
რომ შემეკითხონ:რას ინატრებდი ყველაზე მეტად?
-მზეს ვინატრებდი...
სიცოცხლეს და...
შენს თავს...
ძალიან...
Поделиться292008-02-15 19:29:06
გემუდარები,ორგულობა არ დამაბრალო,
არ დაიჯერო განშორებამ გრძნობა გასრისა,
არ დაივიწყო ,რომ ოდესღაც გული საბრალო
შენსავე მკერდში შევინახე შენგან წასვლისას.
შენი მკერდია ჩემი გრძნობის თავშესაფერი
შინ დაბრუნება იცის თურმე ჩემისთანამაც,
შენზე ოცნებით მოვიარე ქვეყნად მთა-ბარი,
მაგრამ ცოდვების განსაბანად წყალიც თანა მაქვს.
არ დაგიმალავ,მეც სხვებივით ლხენას დავეძებ
და ახლაც შენთან უცოდველი როდი მოვედი,
მაგრამ არასდროს დაიჯერო-ისე დავეცე,
გადავიწყვიტო შენი სულის სვეტი ცხოველი.
შენს უკეთესი რა შემეძლო ქვეყნად მენახა,
ამ უნაპირო სამყაროში მხოლოდ შენა ხარ.
Поделиться302008-02-15 19:30:44
დილის ხმაური თუკი შეცვლის ღამის სიჩუმეს,
ცისფერ ღრუბლებში სილამაზე დაეხატება
და მის თვალებში ასახული ქალის სინაზე
შენს ცხოვრებაზე უსიკვდილოდ აისახება.
სიცოცხლის ბოლოს ჩამორეკენ ცისკრის ზარები
და უსათუოდ დაბერავენ მწველი ქარები,
გაგახსენდება გაზაფხულის კარგი დარები
და მარმარილოს სისადავე, მისი თვალები.
დილის ხმაური ალბათ შეცვლის ღამის სიჩუმეს...
მოგენატრები,მოგინდები, კვლავ გეყვარები,
მაგრამ ცხოვრების უძნელესი ბილიკებისთვის
მე ვერასოდეს, ვერასოდეს გამოგადგები...
ლაჯვარდ ცაზე კი საუკუნოდ სილამაზე დაიხატება
და მის თვალებში ასახული ქალის სინაზე
შენს ცხოვრებაზე ვერასოდეს აისახება.
@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@
მარეკები შლიდნენ ბანაკს,
ქარი ჩამიჩუმით ქროდა,
ვიწექ,რომელიღაც ბალახს
უცბად-ქალის სუნი ჰქონდა.
თითქოს ურო დამკრეს თავში,
თითქოს პაპაჩემი ცხონდა-
ათას სურნელოვან შვავში
ბალახს ქალის სუნი ჰქონდა.
სუნი ჰქონდა არა დალის,
ლალის,-ცისფრის ანუ თეთრის,
სუნი-საზოგადოდ ქალის,
სუნი-საზოგადოდ მდედრის...
ღმერთო!ღმერთო!მე სულ ველი
სიკვდილს-შენ მაცოცხლო ვინძლო,
სანამ ვიცნო ეს სურნელი,
სანამ ეს სურნელი ვიგრძნო!
@@@@@@@@@@@@@@@@@@@@
ჩემი კარგად ყოფნა უკვე ზღაპარია
ჩანგი მიჯანყდება მკვნესარი,
ახლა მთავარია შენ იყო კარგად
ჩემი კარგად ყოფნა ეს არი.
თოვლი დუმილით ეშვება ციდან
ვგრძნობ რომ მეუფლება სხვა განცდა,
ახლა მთავარია შენ იყო მშვიდად
ჩემი მშვიდად ყოფნა გადაწყდა.
ნურავინ გამკიცხავს ძალიან მკაცრადა
გამიგებს საწუთროს ვინც მართავს ,
მე უნდა დაგასწრო იმ ქვეყნად წასვლა
იქ უნდა დაგვხდე პირნათლად.
გიტოვებ ხატვაში დალეულ ფანქრებს
გულს ცივი გონებით გათელილს
ახლა მთავარია რომ ისე ჩავქრე
ცეცხლიც შენ დაგრჩეს და სანთელიც.
სხვათა შეცდომებს ვით კუთვნილ სასჯელს
ვიღებ და..... სასჯელი არ ამცდა
ახლა მთავარია შენ მარტო არ დარჩე
ჩემი მარტოობა გადაწყდა.
ბევრია სიმართლე და თვალის ჩინს ვკარგავ
წლებმა ასაფრენად განმაწყვეს
ახლა მთავარია შენ წერდე კარგად
მე უკვე არაფერს არ დავწერ.
@@@@@@@@@@@@@@@@@@@
წვიმის წვეთები დაბლა ეცემა,
სიცილ-კისკისით მოდის მიწაზე,
ნაზ მელოდიას ღიღინებს ნელა,
ცეკვავს ოცნება ფანჯრის მინაზე.
წვიმას მოჰყვება ჩუმი გოდება,
შენზე ფიქრები, შენზე დარდები;
ფიქრის მორევში ჩამეძინება,
სიზმარში წვიმად მომელანდები...
წვიმა თითებზე მომეფერება,
თმას დამისველებს, კოცნით დამახრჩობს,
ცა ცისარტყელას ლამაზ ფერებად
გადმოიღვრება, შენით გამათბობს.
...წვიმის წვეთები დაბლა ეცემა,
სიცილ-კისკისით მოდის მიწისკენ,
ნაზ მელოდიას ასწავლის მთვარეს,_
და ყოველ ღამე ერთად ვღიღინებთ
@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@
უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ....
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!
@@@@@@@@@@@@@@@
გზად ჩამოშლილ ქერა თმაზე
გითამაშებს მზის სხივი_
და ცხოვრების ყველა
სვლაზე უდარდელად იცინი. . .
ავარდება ჩიტი ცაში,-
გუშინდელი ფიცივით,
-ეხლა არვინ აღარ გახსოვს
ფეხადგმული კვიცივით!
ალისფერი ბაგე შესვამს
ათრთოლებულ ზედაშეს,-
დღესაც აღარ დაუჯერებ,
პაწაწინავ,დედაშენს?!
ლოყებს წითლად შეგიფარკლავს
ღვინო,როგორც ყაყაჩოს-
შენი როლი ადვილია,
მაგრამ ვეღარ თამაშობ. . .
თვალებს სევდა ჩაუსახლდათ,
ოხვრა მოგწყდა ბაგედან-
მარტოსულო მარტო ,რომ ხარ
დაიჯერო არ გინდა?!